|
2023-06-16 16:27:47, 728 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 600-მდე ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 20 000მ2 მეტრზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ჯიარჯისთან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი. რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას. "ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაპტის მოწყობა, არსებული, 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600 მდე გაიზრდება. გვსურს მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე, ავტოსადომი ექნება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს",- ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტი 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს. ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)