18:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 23:08:45, 829 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება - ბოლო ცნობები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არსებულ სიტუაციას ამ წუთებამდე ებრძვიან.

სტიქიის ზონაში ამჟამად რჩება სპეციალური ტექნიკა, რომელიც დატბორილ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.

სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

მომხდარის შემდეგ დაიკეტა გურჯაანის "გლეხური ბაზარი" და მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე არ ფუნქციონირებს ბანკები.

სტიქიის ზონაში ჩავიდა კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისათვის არ არის დაანგარიშებული ზარალის ოდენობა და აღნიშნავს, რომ მთავარია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წარმატებით წარიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics