04:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 17:12:29, 1129 ნახვა

მსოფლიო
შოიგუმ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთში ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს. აღნიშნულ ინფორმაციას  „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

როგორც უწყების პრესრელიზშია ნათქვამი, კონტრაქტი „მოხალისეთ ფორმირებებს“ აუცილებელ სამართლებრივ სტატუსს მისცემს.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი შექმნის ერთიან მიდგომას საორგანიზაციო, დაგეგმარებისა და მომარაგების საკითხების კუთხით.

დოკუმენტის მიხედვით, ინდივიდუალურ "მოხალისეებს" აქვთ უფლება, კონტრაქტი გააფორმონ როგორც რუსულ რაზმებთან, ისე თავდაცვის სამინისტროსთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics