|
2023-06-02 17:07:12, 815 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს. „ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ჩვენ ისინი ვიცით. მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას უპირობოდ აგრძელებს“, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სომხეთის ურთიერთობაზე მოქმედებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)