07:28 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 22:21:45, 1084 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც რეგიონს კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს

იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები, რომელიც მშვიდად და საქმიანად უნდა იქნას განხილული.

„ვფიქრობ, ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენ სამმა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგად ვიცით, სხვა სიტყვით იურიდიული ტექნიკა ჰქვია. დერეფანი, გზა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ – ეს მნიშვნელოვანია. და აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები. მაგრამ ის, რაც ახლა თქვით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – რომ ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე ასევე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები. მაგრამ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც შევთანხმდით, სამმხრივ ფორმატში განვიხილოთ ყველაფერი მშვიდად, საქმიანად. იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აქ ყველა დაინტერესებულია ამით“, - განაცხადა პუტინმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics