07:28 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 16:35:53, 1133 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბელგოროდში 70-ზე მეტი „უკრაინელი ტერორისტი“ გაანადგურეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ  ბელგოროდის ტერიტორიაზე "შეჭრილი 70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი" გაანადგურეს.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ამასთან ერთად, 4 ჯავშანტექნიკა და 5 პიკაპი განადგურდა.

"კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ნაციონალისტური ფორმირებები დაბლოკეს და დაამარცხეს საჰაერო დარტყმებით, საარტილერიო ცეცხლით და დასავლეთ სამხედრო ოლქის სახელმწიფო საზღვრის დამცავი ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებებით“,- განაცხადა თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა  "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics