08:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 09:08:49, 975 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - ზელენსკი G7-ის სამიტს პირადად დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გაემგზავრება, რათა "დიდი შვიდეულის" სამიტს პირადად დაესწროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი იაპონიაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრება, მანამდე კი ის საუდის არაბეთში ჩავა, სადაც არაბული სახელმწიფოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ კვირას, 21 მაისს, სამიტს უკრაინის სესია დაემატა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპაში ტური განახორციელა. კერძოდ, ის რომსა და ვატიკანში იმყოფებოდა, შემდეგ ცნობილი გახდა მისი გერმანიასა და საფრანგეთში ჩასვლის შესახებ. ზელენსკი ასევე ვიზტით დიდ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics