11:29 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 17:38:43, 783 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

„ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მნიშვნელოვანი ნაწილი კი გამწვანებას დაეთმობა, დაირგვება  სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.  ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარი არის გათვალისწინებული.

სკვერის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics