16:56 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 16:06:40, 795 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - პუტინს სურდა ნაკლები NATO თავის საზღვართან, მაგრამ სრულიად საპირისპიროს იღებს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით,  ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ხდება "ისტორიულ მომენტში" და აღნიშნული ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს.

გენმდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზანი ნაკლები NATO-ს მიღება იყო მის საზღვრებთან, თუმცა მან საპირისპირო მიიღო.

"პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემოჭრის მიზანი იყო ნაკლები NATO-ს მიღება, მას სურდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან, სურდა NATO-ს კარის დაკეტვა. ის სრულიად საპირისპიროს იღებს...

არც ისე ბევრი წლის წინ, გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო, რომ ფინეთი გაწევრიანებულიყო ალიანსში. ახლა ის ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრია და ეს მართლაც ისტორიულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ფინეთი სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics