17:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 17:05:39, 1230 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების მოთავსების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) ოფისში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ ქალაქის ქუჩებიდან, დაახლოებით, 71 მიგრანტი აიყვანეს.

ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

CNN-ის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.

ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა ძალისხმევა საზღვარზე მიგრანტების გადაკვეთის რაოდენობის შესამცირებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics