12:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 13:36:36, 651 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული გამოწვევები განიხილა.

„შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი“ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას. ღონისძიებას პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამხედრო წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აზრის ლიდერებიც დაესწრნენ.

შუმანის ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, რათა მონაწილეებმა კოლექტიურად შეაფასონ განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე,  განიხილონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics