12:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 13:13:31, 622 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში იყო - სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში დახვდა. 

"სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ. მასთან საუბარი მქონდა იმ მანდატის ფარგლებში, რაც მასთან შემიძლია, სახალხო დამცველის აპარატმა, რომ ზედამხედველობა გავაგრძელოთ მის ჯანმრთელობაზე. ასევე კონსილიუმთან დაკავშირებით ვუთხარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსილიუმთან ურთიერთობას და შემდგომ კონსილიუმი გადაწყვეტს, რა ფორმით ან როდის შეძლებს მონახულებას. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ, რაც არ არის საჯაროდ სალაპარაკო.

მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივად არის გამხდარი, ვინაიდან მას წონა აქვს დაკლებული. ამაზე მეტად, მისი მდგომარეობის შეფასება ჩემი მხრიდან, არ იქნება სწორი. ის იყო მწოლიარე მდგომარეობაში და ფეხზე არ წამომდგარა. სახალხო დამცველის აპარატს აქვს, თავისი მანდატი, ხოლო კონსილიუმს, კი თავისი. კონსილიუმი ალბათ კიდევ მოინახულებს და თავის დასკვნასაც გამოაქვეყენებს. ჩვენ კონსილიუმის საქმიანობაში ასე პირდაპირ ვერ ჩავერევით",- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics