23:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 15:56:12, 1282 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - უკრაინამ გადმოგვცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანიც მოლდოვაში სახელმწიფოს გადატრიალებაა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად.

სანდუს თქმით, კიევის მიერ მოლდოვის ხელისუფლებისთვის გადაცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა.

„ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“- განაცხადა სანდუმ.

მისივე თქმით, კიევის მიერ კიშინიოვისთვის გადაცემულ დოკუმენტებში დივერსიული ქმედებებისთვის საჭირო ლოჯისტიკაა გაწერილი.

სანდუს განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს.

ამასთან, როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, სამართალდამცავი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ და მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებას არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გასულ კვირას გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას რუსეთის გეგმა ჩაუვარდა ხელში, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics