23:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 10:51:31, 1398 ნახვა

მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 192-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, თურქეთში მიწისძვრას 24 617 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავულია 80 ათასი მოქალაქე.

რაც შეეხება სირიას, ე.წ. თეთრი ჩაფხუტების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 575-ია, მათგან 2 167 მოქალაქე სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა.

ქვეყნის სახელმწიფო მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 408 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

შეგახსენებთ, დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics