23:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 10:02:24, 1131 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს დამატებით 85 მლნ დოლარი გამოუყო

ამერიკის შეერთებული შტატები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს დამატებით 85 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის მთავარი თემა თურქეთისა და სირიისთვის დახმარების აღმოჩენა იყო. ბლინკენი დაინტერესდა, თუ რა ტიპის დახმარების გაწევა შეუძლია აშშ-ს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული რეგიონებისთვის.

გამოცემის ცნობითვე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ აშშ მოუწოდებს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, რომ ქვეყნის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰუმანიტარული ტვირთი დაუშვას.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, თურქეთში სულ მცირე 17 674, ხოლო სირიაში 3 377 ადამიანი დაიღუპა. 

დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics