00:21 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 09:59:37, 778 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც BBC აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ გოლბასის მახლობლად, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

საფრანგეთში მდებარე ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით კი, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:13 საათზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსრიდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics