00:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 18:00:19, 755 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას 1121 ადამიანი ემსხვერპლა, 7000-ზე მეტი კი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია კაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, სულ მცირე შვიდი ათასი დაშავდა. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა თურქეთის მთავრობასთან არსებული საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ოფისმა (AFAD).

AFAD-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დღეში შვიდ ბალზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა ხდებოდა (ადგილობრივი დროით 04.17 საათზე - 7.7 ქულა და 13.24 საათზე - 7.6 ქულა). თურქეთის ათ პროვინციაში, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 1014 ადამიანი, დაზარალდა 7003 ადამიანი.

AFAD-ის ინფორმაციით, რეგიონში სამძებრო-სამაშველო პერსონალის საერთო რაოდენობა 9698-ს შეადგენს.

საგანგებო შტაბის ოფისის ცნობით, 2824 შენობა განადგურდა პროვინციებში კაჰრამანმარაში, კილისი, დიარბაკირი, ადანა, ოსმანიე, გაზიანთეპი, შანლიურფა, ადიამან, მალატია და ჰატაი. თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სახლებში მიწისქვეშა ბიძგების შიშის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics