01:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 11:24:34, 1436 ნახვა

მსოფლიო
ირანში ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს

ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გამოცემა Mizan-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალირეზა აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს გამოუტანეს. 

"ბრალდებულის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის წარდგენის შემდეგ, საქმე გადაეცა სასამართლოს და სხდომა გაიმართა ბრალდებულის ადვოკატის თანდასწრებით და ამ პირის საქმეში არსებული მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე, მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ალირეზა აკბარი 2001 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე აკბარი ირანსა და ერაყს შორის 1988 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მონაწილეობდა  და მჭიდროდ თანამშრომლობდა გაეროს დამკვირვებლებთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics