02:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 19:30:23, 1204 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსში ნობელის პრემიის ლაურეტს ასამართლებენ

 მინსკში დაიწყო ადამიანის უფლებათა ცენტრის Viasna-ს წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი, რომელიც გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. დოკზე არიან ორგანიზაციის თავმჯდომარე ალეს ბიალიატსკი და მისი ორი კოლეგა. „ვიასნას“ კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც ბელორუსია დატოვა, დაუსწრებლად ასამართლებენ.

მათ ბრალი ედებათ ფულის კონტრაბანდაში, 2020 და 2021 წლებში საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და მომზადებაში. გასულ ზაფხულს ისინი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალდება შეიცვალა; თანხა კი იგივე დარჩა - 300 ათას ევროზე მეტი.

ბრალდებულებმა სასამართლოს ხელბორკილების მოხსნის შუამდგომლობით მიმართეს და სასამართლო პროცესი ბელორუსულად წარიმართა. მოსამართლემ ორივე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ბრალდებულებს ბელორუსულად საუბრის უფლება მისცა.

საქმის მოცულობა რეკორდულია - 238 ტომი. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება. ამ დროისთვის დაგეგმილია შეხვედრები ღია რეჟიმში. თუმცა, უცხოელი დიპლომატები დარბაზში არ შეუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics