03:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 10:18:39, 1527 ნახვა

მსოფლიო
ლავროვმა უკრაინას 4 ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას 4 ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს მოსკოვის წინადადებები "ახალ ტერიტორიებთან" დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი სამხედროები იმოქმედებენ. ლავროვის აღნიშნული განცხადება რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა.

ლავროვის თქმით, კონფლიქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვაშინგტონზე, რომელსაც შეუძლია "ეს უშედეგო წინააღმდეგობა" შეაჩეროს.

"მტერმა კარგად იცის ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციონალიზაციის შესახებ და იქიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრის შესახებ, მათ შორის ჩვენი ახალი ტერიტორიების ჩათვლით. დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ - შეასრულოს ისინი, სანამ გვიან არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის არმია საქმეს თავის ხელში აიღებს. კონფლიქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ბურთი ახლა ვაშინგტონისა და მისი რეჟიმის მოედანზეა. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში შეაჩერონ ეს უშედეგო წინააღმდეგობა", - ამბობს ლავროვი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 ანექსირებული რეგიონის - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთისთვის მიერთებას ხელი 30 სექტემბერს მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics