03:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 13:59:38, 1315 ნახვა

მსოფლიო
ადამ კინზინგერი - ნატო-ს ომი რუსეთის წინააღმდეგ სამდღიან ოპერაციას დაემსგავსება

ამერიკელი კონგრესმენი და რესპუბლიკელი, ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის დამარცხება სამ დღეში შეუძლია. 

სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვაზე, თუ რატომ არ დაამარცხა ნატო-მ რუსეთი ღია დაპირისპირებაში, კინზინგერი წერს:

„იმედი მაქვს, რომ ეს ხუმრობაა. ნატო-ს ომი რუსეთის წინააღმდეგ რეალურ სამდღიან ოპერაციას დაემსგავსება“,- წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ რომ პოლონეთში სარაკეტო ინციდენტის შემდეგ, ნატოსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შიში გამწვავდა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, არ გამორიცხა დასავლეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკების შესაძლებლობა.

„მეშინია, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გამოვა და გადაიქცევა დიდ ომში ნატო-რუსეთს შორის“,- განაცხადა სტოლტემბერგმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics