03:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 16:28:30, 1504 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ მიაღწია ენერგეტიკულ შეთანხმებას, რომლითაც რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება

მოლდოვამ მიაღწია მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

მოლდოვას ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ გაზის სახელმწიფო ფირმა „მოლდოვაგაზი“  „ენერგოკომისგან“ 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის.

"ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოლდოვა რუსეთიდან ნაყიდ გაზს არ მოიხმარს. გასულ წელს ჩვენ ამას დავპირდით მოსახლეობას, რომ გავაკეთებდით რეზერვებს  და ალტერნატივას ვიპოვიდით, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ წყაროზე და ჩვენ ეს მოვახერხეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics