04:18 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 15:42:31, 1256 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში გიგანტური აკვარიუმი აფეთქდა - წყალმა სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები დატბორა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Radisson Blu-ს ფოიეში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკე მდგომი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი AquaDom-ი აფეთქდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, შუშის ნამსხვრევებით 2 ადამიანი დაშავდა. 

როგორც მედია წერს, სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა, რის გამოც Radisson Blu-დან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ბერლინის სახანძრო სამსახურის ცნობით, ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ 14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმს, რომელიც მილიონ ლიტრ წყალს იტევდა და რომელშიც 1 500 ტროპიკული სახეობის თევზი ცხოვრობდა, რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics