05:09 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 11:53:44, 1418 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ „სტროიპარკში” ხანძარია

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ "სტროიპარკში" ხანძარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა და დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. 

„სამშენებლო მასალას ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრთან ახლოს 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძარი პირველ სართულზე გავრცელდა",- წერს TASS-ი.

მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განმარტა, რომ სტროიპარკში ხანძრის ფართობი 700 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. 

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად  სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.

რუსეთის სასწრაფო დახმარების სამსახურების ინფორმაციითვე, სავაჭრო ცენტრში ხანძრის ჩაქრობა რთულია იმის გამო, რომ შენობის ტერიტორიაზე უამრავი აალებადი პროდუქტი და სამშენებლო მასალაა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics