05:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 18:48:49, 1060 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ილია იაშინის განაჩენს სასამართლოში ხმაური მოჰყვა, დააკავეს 4 ადამიანი

მოსკოვში, მეშჩანსკის რაიონულ სასამართლოში, პოლიტიკოს ილია იაშინის შესახებ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "OVD-Info" იუწყება.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, ანდრეი ჟვაკინმა განაცხადა, რომ სასამართლოს შენობაში ტაშის შემდეგ დააკავეს.

ჟვაკინის გარდა, მანდატურებმა სერგეი მორარი, ნატალია ტიმაშევა და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ყველა დაკავებული სასამართლოდან ოქმებით გათავისუფლდა მანდატურის ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17.3 მუხლის მე-2 ნაწილი).

დღეს მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ იაშინს 8,5 წელი მიუსაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა იაშინის სტრიმი ბუჩაში რუსი სამხედროების დანაშაულებებზე, რომელიც მან აპრილში YouTube-ზე უმასპინძლა.

პროკურორი დაჟინებით მოითხოვდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთას, ასევე სურდათ, პოლიტიკოსს სასჯელის მოხდის შემდეგ რამდენიმე წლით აეკრძალათ ინტერნეტით სარგებლობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics