05:51 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 14:06:41, 1237 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ვმუშაობთ კონგრესთან, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოცხადდეს

ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონგრესთან, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-მ, ათობით ქვეყანასთან ერთად, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები და უპრეცედენტო ექსპორტის კონტროლი დაუწესა და ასევე, მუდმივად მიმდინარეობს გზების ძიება იმისთვის, რომ რუსეთზე დამატებითი ზეწოლა მოახდინონ.

"ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უპრეცედენტო საექსპორტო კონტროლი, ეს ყველაფერი ათობით ქვეყანასთან კოორდინირებულად. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა ზომებს, რომლის მიღებაც ზეწოლის გაზრდის მიზნით საჭიროებისამებრ შეგვიძლია. ახლა ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება, გადავლახოთ ზოგიერთი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის განმარტებასთან. ვმუშაობთ კონგრესთან, რომ შედეგამდე მივიდეთ", - განაცხადა ბლინკენმა, რომელმაც რუსეთის ომს უკრაინაში ბარბაროსობა უწოდა.

ცნობისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია უკვე გამოაცხადა ევროპარლამენტმა. ნოემბრის ბოლოს მიღებულ შესაბამის რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

13 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიებს და ამით გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics