06:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 10:36:43, 1038 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ მესამე ლიდერი ბრძოლის დროს დაიღუპა

„ისლამური სახელმწიფოს “ ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათი ლიდერი,  ძალადობრივი ექსტრემისტული ფრაქციის მესამე ხელმძღვანელი, ბრძოლაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

ჯგუფის სპიკერმა თქვა, რომ ერაყელი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში დაიღუპა „ღვთის მტრებთან ბრძოლაში“, მისი გარდაცვალების თარიღისა და გარემოებების დაზუსტების გარეშე.

აშშ-ს სამხედრო ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰაშიმი მოკლეს ოქტომბრის შუა რიცხვებში სირიის თავისუფალი არმიის მეამბოხეების მიერ სამხრეთ სირიის პროვინცია დარაასში ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

აღნიშნულ პროვინციას ძირითადად სირიის სამთავრობო ძალები და მეამბოხეები აკონტროლებენ. ოქტომბრის შუა რიცხვებში დამასკოსმა განაცხადა, რომ პროვინციის სამხრეთში ყოფილ ამბოხებულებთან ერთად IS-ის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო.

IS-ის ალტერნატიული აკრონიმის გამოყენებით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა: „ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ლიდერი აღარ დადის დედამიწის ზურგზე“.

„ისლამური სახელმწიფოს “ სპიკერმა ახალი ლიდერად აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-ყურაში დაასახელეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics