|
2022-11-24 15:44:39, 1265 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - თუ კიევი არ შეწყვეტს მოქმედებებს, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, რომ უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება თავიდან აიცილოს. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ისაუბრა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს (სსრკ-ს დანაკარგები), მაგრამ "ეს არავის ახსოვს" და ახლა მზად არიან, გერმანიასთან ითანამშრომლონ. ლუკაშენკო ფიქრობს, რომ უკრაინელებთან ურთიერთობასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. "ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ კიევი არ შეწყვეტს მოქმედებებს, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება. ეს არ იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, არამედ ეს სრული განადგურება იქნება", - აცხადებს ლუკაშენკო. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)