07:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 13:20:42, 1097 ნახვა

მსოფლიო
„ვივამედის“ დირექტორი - არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, სააკაშვილთან ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩატარებული გვაქვს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურა ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩატარებული აქვს. 

როგორც ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო ინტოქსიკაციაზე საუბრისას განაცხადა, კლინიკას ჯერჯერობით ახალი დასკვნა არ მიუღია.

„მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები.

ახალი დასკვნა არ მიგვიღია, ჩვენ მივიღებთ დასკვნებს, გავეცნობით და ალბათ, ამის შემდეგ შევძლებთ მოგცეთ რამე კონკრეტული პასუხი. კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწამვლაზე ეჭვი "არასდროს ჰქონია და სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics