08:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 09:56:05, 875 ნახვა

მსოფლიო
CNN - „რესპუბლიკელები“ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, რაც ბაიდენს მმართველობას გაურთულებს

„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტია“, საბოლოო ჯამში, 223 ადგილს მოიპოვებს. ამ დროისთვის დემოკრატები გარანტირებულად 210 ადგილს ფლობენ.

"რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი პალატა, რა თქმა უნდა, გაართულებს თეთრი სახლის ცხოვრებას ბაიდენის ვადის დასრულებამდე",- წერს CNN.

რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობის შენარჩუნება დემოკრატებმა შეძლეს. ამ დროისთვის მათ უკვე 50 ხმა აქვთ. არჩევნების მეორე ტური ჯორჯიის შტატში უნდა გაიმართოს. თუმცა, მის შედეგს ძალთა ბალანსზე გავლენა აღარ ექნება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. 

კენჭისყრის ბოლოს, დემოკრატები მიიღებენ საკმარის ადგილებს აშშ-ს სენატზე კონტროლის შესანარჩუნებლად. ამასთან, არჩევნების საბოლოო შედეგებით, რომლითაც დადგინდება, ვინ მიიღებს პარტიულ უმრავლესობას აშშ-ს კონგრესის ზედა პალატაში - რესპუბლიკელები თუ დემოკრატები, მხოლოდ დეკემბერში გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics