09:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 13:46:29, 1889 ნახვა

მსოფლიო
მედია - G20-ის ქვეყნების უმრავლესობამ მკაცრად დაგმო ომი უკრაინაში

G20-ის ქვეყნების უმრავლესობა "მკაცრად გმობს" უკრაინაში მიმდინარე ომს. ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციის პროექტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 

ომი "იწვევს ადამიანთა უზარმაზარ ტანჯვას და ამძაფრებს არსებულ სისუსტეებს გლობალურ ეკონომიკაში", ნათქვამია დეკლარაციაში, თუმცა, როგორც ჩანს, განცხადებას არ აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა.

„იყო სხვა შეხედულებები და განსხვავებული შეფასებები სიტუაციისა და სანქციების შესახებ“, - ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული ლიდერების მიერ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics