09:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 09:16:15, 1095 ნახვა

მსოფლიო
ISW - ხერსონის ოლქში დამარცხების შემდეგ, რუსეთი შეტევას დონეცკის რეგიონში გააძლიერებს

რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში უახლოეს კვირებში გაძლიერდება, რადგან იქ დამატებითი სამხედრო პერსონალი მობილიზდება, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი. 

ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა მიაღწიონ დიდ ოპერაციულ პროგრესს, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, თუმცა მათ შესაძლოა საბოლოოდ დაიპყრონ ბახმუტი დიდი მსხვერპლის ფასად.

 "უკრაინის ძალები რეგიონში იქნება ინტენსიური ზეწოლის ქვეშ და კიევს, დიდი ალბათობით, მოუწევს ჯარების განლაგება რუსული განახლებული შეტევითი ოპერაციებისგან თავის დასაცავად",- წერია ანგარიშში. 

დონეცკის რეგიონში მოქმედი რუსული ძალები მოიცავს რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილებს, მობილიზებულ სამხედროებს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, BARS-ის (რუსეთის მოხალისეთა რეზერვის) ფორმირებებს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მილიციას, ჯარისკაცებს. რამზან კადიროვის ჩეჩნური ქვედანაყოფებისა და მოხალისეთა ბატალიონებიდან საბრძოლო ძალების ამ ახირებულ კონგლომერატს ექნება მნიშვნელოვნად ნაკლები ეფექტური საბრძოლო ძალა, ვიდრე მსგავსი რაოდენობის რეგულარული ქვედანაყოფების დაჯგუფებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics