10:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 12:40:04, 1433 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენმა პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს

მთავრობის წინააღმდეგ მომუშავე დემონსტრანტები მალე თავისუფალი იქნებიან, - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს. 

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია რა დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. 

"ნუ ინერვიულებენ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი მალე განთავისუფლდებიან", - თქვა ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას, სადაც ათობით დემონსტრანტი ირანის მხარდამჭერი ბანერებით შეიკრიბა. 

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე  201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა.

საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics