10:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 16:15:25, 1252 ნახვა

მსოფლიო
ზალუჟნი - რუსეთმა უკრაინაში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, უკრაინამ 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთში 118 თვითმფრინავი იყო.

„სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავი ავღანეთში", - ამბობს ზალუჟნი. 

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 74 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

გარდა ამისა, 8 თვის განმავლობაში, სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად, 1400-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics