|
2022-10-10 15:49:46, 1146 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე
დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან ქალაქებშიც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო იერიშებთან დაკავშირებით განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა სამშვიდობო წინადადებას სარაკეტო იერიშით პასუხობს. "მშვიდობას ამოფარებული ქვეყანა საუბრობს მის ჭეშმარიტ, სისხლიან და დანაშაულებრივ არსსა და მიზანზე, მშვიდობის ყველა წინადადებას კი, სარაკეტო დარტყმებით პასუხობს. ეს ყველაფერი უბრალოდ ამტკიცებს, რომ ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი საფუძველი ყველა უკრაინელისათვის", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)