|
2022-10-10 14:14:04, 1225 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - უკრაინის გვერდით ვართ, ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია
ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო იერიშებს. როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, მსგავი ტიპის ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს. "შეძრწუნებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს. ვგმობ მათ უმკაცრესად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია", - წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)