|
2022-10-10 14:04:29, 1233 ნახვა
მსოფლიო
პუტინი და ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაავრცელა. ლუკაშენკოს თქმით, არაა გამორიცხული, რომ ნატო და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ვარიანტებს განიხილავდნენ „მოკავშირე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან ვითარების გაუარესების გამო, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა ად ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული სამხედრო ჯგუფების განლაგებაზე. ეს თავსებადობაში მოდის ჩვენს დოკუმენტებთან, სადაც ნათქვამია, რომ თუ საფრთხის დონე აღწევს ამჟამად არსებულ დონეს, ჩვენ დავიწყებთ მოკავშირე სახელმწიფოს სამხედრო ჯგუფების გამოყენებას. ამ ჯგუფის ძირითადი ნაწილი არის ბელარუსის შეიარაღებული ძალები. გაცნობებთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება ორი დღის წინ დაიწყო“,- განაცხადა ლუკაშენკომ. აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად განთავდება ერთობლივი სამხედრო დანაყოფი და გადაწყვეტილებას საჭიროების მიხედვით მიიღებენ. „ყოველთვის ვამბობდი, ამ დაჯგუფების საფუძველი არის არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. უნდა გაცნობოთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება დაწყებულია. მგონი, ეს ორი დღეა, გრძელდება“,- დასძიინა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)