11:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 14:29:34, 563 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ევროკავშირმა აღარ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ვეტო გადაწყვეტილებების მიღებისას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ევროკავშირს აღარ შეუძლია უფლება მისცეს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ ვეტოს უფლება ბლოკის ქმედებებზე, თუ მას სურს შეინარჩუნოს წამყვანი როლი გლობალური პოლიტიკის განსაზღვრაში.

შოლცმა 17 ივლისს გაზეთ Frankfurter Allgemeine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპული ერთიანობა უფრო აქტუალური გახადა და ცალკეული სახელმწიფოების მიერ ევროპული გადაწყვეტილებების „ეგოისტური ბლოკადების“ შეწყვეტის აუცილებლობა აჩვენა.

”ჩვენ უბრალოდ აღარ შეგვიძლია ეროვნული ვეტოს უფლება გამოვიყენოთ, მაგალითად საგარეო პოლიტიკაში, თუ გვინდა გავაგრძელოთ არსებობა კონკურენტი დიდი ძალების სამყაროში მუდმივი უთანხმოება, წევრ ქვეყნებს შორის მუდმივი უთანხმოება გვასუსტებს,ამიტომ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი დროის ცვლილებაზე არის: ერთიანობა. ჩვენ ის აბსოლუტურად უნდა შევინარჩუნოთ და უნდა გავაღრმავოთ,”- დასძინა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირში უნდა დაამტკიცოს 27-ვე წევრმა ერთხმად.

შოლცმა განიცადა კრიტიკა კიევის, დასავლელი მოკავშირეების და ზოგიერთი ეროვნული ფიგურისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ გერმანიას არ აქვს  პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით, რასაც შოლცი უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics