21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 13:50:50, 943 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი აცხადებს, რომ დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ თავს ნატოში გაწევრიანებამდე დაესხმებიან

პოლონეთი აცხადებს, რომ დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ ნატო-ში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა. 

მან ასევე დასძინა, რომ ორივე ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვანი სიგნალია.

„მე მიმაჩნია შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, როგორც ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვანი სიგნალი. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი გაწევრიანების (პროცესის) დროს თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს",- განაცხადა პრემიერმა. 

ცნობისთვის, 18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics