21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 10:16:54, 1671 ნახვა

მსოფლიო
კანადამ რუსეთისა და ბელარუსის ათასზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის პუტინს

კანადამ გაამკაცრა სანქციები რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ, რომლებიც ფინანსური შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ. ახლა დაახლოებით ათასი ადამიანი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს.

როგორც კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკ მენდიცინომ Twitter-ზე განაცხადა, კანადის მთავრობამ მიიღო რიგი ცვლილებები იმიგრაციისა და ლტოლვილთა დაცვის აქტში, რომელიც საშუალებას აძლევს ზოგიერთ უცხოელს აეკრძალოს საზღვრის გადაკვეთა.

„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას დავაყენებთ მის დანაშაულებებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, რომ ავუკრძალავთ დაახლოებით 1000 რუსს კანადაში შესვლას, მათ შორის პუტინსა და მის თანამოაზრეებს. ”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ კანადაში შესვლის აკრძალვა ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, იუსტიციის მინისტრს კონსტანტინე ჩუიჩენკოს და სხვებს.

სანქცირებული პირების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics