|
2022-03-25 16:01:20, 902 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთ-უკრაინამ მოლაპარაკებების დროს, „ექვსიდან ოთხ საკითხზე, საერთო აზრს მიაღწია“
25 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებების დროს, ექვსიდან ოთხ საკითხზე, „როგორც ჩანს, საერთო აზრს მიაღწია“. „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 6 საკითხი არსებობს, რომელთგანაც 4-ზე, როგორც ჩანს მხარეებმა საერთო აზრს მიაღწია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამის შესახებ CNN იუწყება. „თავიდან, უკრაინა ამ საკითხზე კონკრეტულ აზრს არ გამოთქვამდა, თუმცა მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შეიძლებოდა ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა. ასევე, კიდევ ერთი საკითხია რუსულის ოფიციალურ ენად მიღებაც. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცადა, რომ რუსული ენა უკრაინაში, თითქმის ყველგან სალაპარაკო ენაა, შესაბამისად არც ესა არაა პრობლემა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები, რუსეთთან კომპრომისებზე წასვლასთან დაკავშირებით, ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯია. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 მარტს, უკრაინის მთავარსარდალს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე ესაუბრა. მიდინარე კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში კი, იგი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)