2022-03-08 18:17:36, 855 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ ქვეყნიდან რუსული ენერგიის იმპორტზე აკრძალვას, დღეს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე, აშშ-დან რუსული ენერგიის იმპორტზე აკრძალვას დღესვე დააწესებს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აკრძალვა რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ აირს და ნახშირს მოიცავს.
ცნობისთვის, სამშაბათს, თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „გამოაცხადებდა ქმედებებს, რათა გააგრძელოს რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ გამოუწვევი და გაუმართლებელი ომის გამო", თუმცა რა ზომები იქნება მიღებული არ დაუკონკრეტებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,