2022-01-05 16:05:51, 692 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - აუცრელი მოსახლეობისთვის, საფრანგეთში ცხოვრება „გართულდება“
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი მოქალაქეებისათვის ცხოვრების „გართულებას“ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
„მე მართლა მინდა „შევაწუხო“ ისინი და ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონიმ.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის საპასუხოდ, მედიაში, მისი პოლიტიკური ოპონენტებისგან კრიტიკული შეფასებები გაისმა, რომლებმაც აღნიშნული განაცხადი „პრეზიდენტისთვის შეუფერებლად“ შეაფასეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,