2022-01-04 20:17:56, 718 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს წევრი ქვეყნები რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, „ნატო“-ს წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისა და მის ირგვლივ რეგიონებში რუსეთის სამხედრო და ტექნიკური ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.
„ნატო“-ს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა 7 იანვარს, ონლაინრეჟიმში წარიმართება, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,