2021-12-27 19:10:16, 1362 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, ქალებს მამაკაცის გარეშე შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალათ
ავღანეთში, ქალებს შორ მანძილზე ახლობელი მამაკაცის გარეშე გადაადგილება აეკრძალათ. თალიბანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მიერ გაცემული მითითება, 72 კმ-ზე უფრო შორს გადაადგილებას გულისხმობს.
BBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონი ავტოტრანსპორტის მფლობელებს მოუწოდებს, რომ ქალებს, რომლებსაც ჰიჯაბი, ნიქაბი ან სხვა ისლამური თავსაბურავი არ ეკეთებათ, გადაადგილებაზე უთხრან უარი უთხრან.
გამოცემა ასევე იმასაც იუწყება, რომ ისლამისტური ჯგუფების მიერ გაცემული მითითებით, ავტომობილებში მუსიკის მოსმენაც იკრძალება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,