|
2021-12-19 14:11:03, 1506 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - თუ აიცერით და თან მიღებული გაქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცული იქნებით
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თეთრ სახლში ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს შეხვდა. CNN News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი საკითხი კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებით, საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციას უკავშირდებოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, მიმდინარე წლის ზამთარში, ამერიკა არავაქცინირებულთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ელოდება, რის გამოც ქვეყანაში საავადმყოფოების გადატვირთვაა მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და მიღებული აქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისგან და სიკვდილისგან დაცულები, მაინც იქნებიან. „არავაქცინირებული ადამიანებისთვის, ჩვენ ველოდებით ზამთარს მძიმე ავადმყოფობითა და სიკვდილიანობით - ეს შეეხება მათ, მათ ოჯახებსა და იმ საავადმყოფოებს, რომლებიც მალე გადაიტვირთებიან. მაგრამ, არის კარგი ამბავიც: თუ აიცერით და თან მიღებული გაქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)