09:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 17:44:27, 1165 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი თავის ძმისშვილსა და გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ უჩივის

აშშ -ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ძმისშვილსა და „New York Times“- ს  2018 წლის სტატიის გამო უჩივის, სტატია ამტკიცებს, რომ ის მონაწილეობდა "საეჭვო საგადასახადო სქემებში".- აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სარჩელი, რომელიც შეტანილია ნიუ იორკის სასამართლოში ადანაშაულებს მერი ტრამპს და გაზეთის რეპორტიორებს სიუზან კრეიგი, დევიდ ბარსტოუ და რასელ ბუეტნერი "კონფიდენციალური დოკუმენტების მოპოვების  შეთქმულებაში".

ტრამპის სარჩელის მიხედვით,  56 წლის მერი ტრამპმა  დაარღვია შეთანხმება, რომლის მიხედვითც, მას დოკუმენტის გასაჯაროვება ეკრძალებოდა.

მერი ტრამპი ფრედ ტრამპის, პრეზიდენტ ტრამპის უფროსი ძმის შვილია.

 მან 2020 წელს გამოსცა წიგნი, სადაც ასახული იყო მისის მემურარები, სახელწოდებით  „ზედმეტად ბევრი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი“. წიგნში მერიტ ტრამპი აღაირებდა რომ იყო „New York Times“-ის წყარო და რომ სწორედ მან მიაწოდა დოკუმენტები.

ტრამპმა თანმიმდევრულად უარყო ძმის შვილის წიგნში წამოყენებული ბრალდებები და წარუმატებლად უჩივლა  გამოცემის დაბლოკვის მოთხოვნით.

ტრამპის განცხადებით მას  "მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა“ რის გამოც  ითხოვს კომპენსაციას არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics