09:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-12 12:35:45, 1210 ნახვა

მსოფლიო
ერაყში, ერბილის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ჩრდილოეთ ერაყში, ერბილის აეროპორტში, სადაც აშშ-ს ძალებია განთავსებული, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ქურთისტანის რეგიონის უსაფრთხოების ძალების თქმით, აეროპორტის მიმართულებით დრონებმა სამი რაკეტა ისროლეს. ქურთების კონტრტერორისტული ძალების ინფორმაციით კი, თავდასხმა თვითფეთქებადი დრონების მეშვეობით მოხდა. 

არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. მოწმეების თქმით, მათ ექვსი აფეთქების ხმა გაიგეს. 

ერბილის აეროპორტში აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის ძალებია განთავსებული, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან ერაყის შეიარაღებულ ძალებს.

ერბილის აეროპორტზე თავდასხმები ხშირად ხორციელდება, რომლებშიც აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics