09:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 11:06:33, 790 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულები გაიხსენა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„2001 წლის 11 სექტემბრიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2 977 დაღუპული და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ და ვინც გაწირა თავი. როგორც ჩვენ მომდევნო დღებში ვნახეთ, ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ის, რაც გვაიძულებს ვიყოთ, ისინი ვინც ვართ და ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ“, - დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“.

ცნობისათვის, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-ქაიდას" წევრებმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენს შეეჯახა, მესამე ვაშინგტონში პენტაგონის შენობას, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი კი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტს 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics