07:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 12:37:31, 650 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალ „იდას" გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ქარიშხალ „იდას“ გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქარიშხალმა „იდამ“ ქალაქ ნიუ იორკში ძლიერი წვიმა გამოიწვია, რის გამოც ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ძლიერი ნალექის გამო მთელი ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა მეტროსადგურის ყველა ხაზის ფუნქციონირება. ქალაქში დაიტბორა ქუჩები, რის გამოც დილის საათებამდე საგზაო მოძრაობა აიკრძალა. ქალაქის ხელისუფლებამ მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ქარიშხალმა „იდამ“ განსაკუთრებით დააზიანა ლუიზიანას, პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის შტატები. ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობისა და ტორნადოს შედეგად დაზიანებული და დანგრეულია სახლები. განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ბოლო ინფორმაციით, ქარიშხლით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics